ქართული ენის დღე

14 აპრილი 2023, 11:01 773 ნახვა

დღეს დედაენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 45 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.    

ქართული ენის სწავლებასა და კვლევაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის ღვაწლმოსილი მეცნიერები;  მზექალა შანიძე, დამანა მელიქიშვილი და ჟუჟუნა ფეიქრიშვილი დაჯილდოვდნენ. სპეციალური საჩუქრები გადაეცათ დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიატებს,  ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისა და  აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებს.   

ასევე გაიმართა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მესამე ბიულეტენისა და  სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოხალისეთა პროგრამის მონაწილეთა პრეზენტაციები. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში