დღეს წითელი პარასკევია, დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. დღე, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა.
იერუსალიმში აღდგომის ტაძარში მორწმუნეები დილიდან შეიკრიბნენ. მორწმუნეები ვია დოლოროსას იგივე ანუ, ისე ქრისტეს ჯვარცმამდე განვლილი გზას გაივლიან. მსვლელობაში მონაწილეობენ საქართველოდან ჩასული მომლოცველებიც და ქართველი ემიგრანტები.