საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება

12 თებერვალი 2017, 00:00 2396 ნახვა

საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტატისტიკა შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარლამენტი მზად არის დაჩქარებული ტემპით მიიღოს ის პაკეტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში საგზაო უსაფრთხოებას. პარლამენტის თავმჯდომარე კაჭრეთში საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონფერენციას დაესწრო. შეხვედრაზე უკონტაქტო პატრულირების, მართვის მოწმობის გაცემისა და ქვეითთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს. ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ საქართველოში ავტოკატასტროფით დაზარალებულ მოზარდთა რიცხვი საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016-ში, წინა წელთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობა 8%-ით გაიზარდა. 

ამავე კატეგორიაში