ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის შედეგად, საცხოვრებელი ფართის 300კვ/მ დაიწვა.
სახლში ექვსი ადამიანი ცხოვრობდა, მათი გამოყვანა დროულად მოხერხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძარმა საყოფაცხოვრებო ნივთები მთლიანად გაანადგურა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.