პუტინმა დაამტკიცა კანონი არმიაში გაწვევის გაიოლების შესახებ

15 აპრილი 2023, 10:29 687 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს რუსებისთვის ჯარში ელექტრონული გამოძახების შესახებ.ახალი კანონი ითვალისწინებს სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელ პირთა ერთიანი რეესტრის შექმნას და წვევამდელების შეტყობინების ახალ გზებს.

კერძოდ კი,  ახალი კანონის თანახმად, გაწვევის შეტყობინების გადაცემა პირადად აღარ იქნება აუცილებელი და მას ელექტრონულად გაუგზავნიან შესაბამის პირს.

რეესტრში განთავსდება სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის შესახებ ყველა პირადი ინფორმაცია: საცხოვრებელი ადგილი, ფაქტობრივი ყოფნის ადგილი, სამუშაო ადგილი, ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სხვა მონაცემები. 

ამასთან, 20 კალენდარული დღის ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს დამატებითი შეზღუდვები: ინდმეწარმედ რეგისტრაციის, უძრავი ქონების რეგისტრაციის, მანქანის მართვის, სესხის ხელშეკრულების დადების აკრძალვა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში