"ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომის დასრულების ინიციატივით გამოდის

15 აპრილი 2023, 10:05 1239 ნახვა

„ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ახლა მთავარია "მტკიცედ, ფეხის მოკიდება" უკვე არსებულ ტერიტორიებზე. 

ამასთან, პრიგოჟინი მიიჩნევს, რომ „თუ უკრაინა ადრე ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა ის აბსოლუტურად ეროვნულზე ორიენტირებული სახელმწიფოა“.

ვრცელ სტატიაში, პრიგოჟინი განიხილავს ბახმუტის მნიშვნელობას, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების მომავალ კონტრშეტევას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში