ოკუპანტის მორიგი უკანონო ქმედება

15 აპრილი 2023, 18:04 625 ნახვა

მორიგი უკანონო ქმედება ოკუპანტებისგან - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონო ინსტალაცია აღმართეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ ცხელი ხაზი უკვე გააქტიურებულია, ინფორმაცია კი უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ინფორმირებული არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებიც.

დვანის მოსახლეობა საოკუპაციო ხაზთან არსებული ოკუპანტების სამუშაოების გამო შეშინებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში