შეზღუდვები გზებზე

12 თებერვალი 2017, 00:00 2359 ნახვა

საქართველოს მასშტაბით მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე. სპეციალური რეჟიმები საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თოვლისა და ლიპყინულის გამო დააწესა. ძირითად შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი თავისუფალია. შეზღუდვები დაწესებულია ქუთაისის, ზუგდიდის და ნინოწმინდის მიმართულებით, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე.

ამავე კატეგორიაში