სუდანში საომარი მოქმედებების დროს 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

16 აპრილი 2023, 10:02 660 ნახვა

სუდანის არმიამ ქვეყანაში კონტროლის აღდგენის მიზნით, საჰაერო იერიში მიიტანეს გასამხედროებული სწრაფი რეაგირების ძალების ბაზაზე ქალაქ ომდურმანში,- ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეტაკებების შედეგად ათობით მებრძოლი და სულ მცირე 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 595 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.

დაპირისპირებული მხარეები ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში