პოლონეთი და უნგრეთი უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტს კრძალავენ

16 აპრილი 2023, 17:19 839 ნახვა

პოლონეთმა და უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღეს. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკრაინის ორმა მეზობელმა ქვეყანამ სოფლის მეურნეობის ადგილობრივი სექტორის დასაცავად მიიღო.

ცენტრალურ ევროპაში ლოგისტიკურმა პრობლემებმა მარცვლეულის მარაგების სიჭარბე და ფასების დაცემა გამოიწვია, რასაც სოფლის მეურნეობის მუშაკების პროტესტი და პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის გადადგომაც კი მოჰყვა.

პოლონეთის მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის (PiS) ლიდერმა, განაცხადა, რომ პოლონეთის სოფლები კრიზისის წინაშე დგანან და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინას, იგი იძულებული გახდა ფერმერების დასაცავად ემოქმედა.ამავდროულად, უნგრეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ელის ცვლილებებს ევროპულ რეგულაციაში, მათ შორის შარშანდელი გადაწყვეტილების გადახედვას უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე იმპორტის ყველა ტარიფის გაუქმების შესახებ.

ვარშავამ და ბუდაპეშტმა განაცხადეს, რომ აკრძალვა ძალაში 30 ივნისამდე დარჩება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში