საქართველოს ჰოკეისთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

16 აპრილი 2023, 18:11 600 ნახვა

საქართველოს ნაკრებმა ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის II დივიზიონის A ჯგუფის პირველ მატჩში ისლანდიის ნაკრები დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები არტიომ კურბატოვმა, ივან მაროვმა, დანილა სლესარევმა და ნიკიტა ბუკიამ გაიტანეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები ხვალ, 17 აპრილს, 18:00 საათზე ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში