ადეკვატური კომპენსაცია- მოსახლეობის მოთხოვნა

12 თებერვალი 2017, 00:00 2469 ნახვა

ხიხანის ქუჩის მცხოვრებლები არ აპირებენ შეთავაზებულ კომპენსაციაზე დათანხმებას. ისინი კომპანიისგან, რომელსაც ბათუმი - ახალციხის ელექტრო - გადამცემი ხაზი გაჰყავს ადექვატურ თანხას ითხოვენ. შეგახსენებთ აქციები აქ 9 თებერვალს დაიწყო. ადგილობრივები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა ჯერ - ჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა ზურაბ პატარაძე მოსახლეობას. რაც შეეხება კომპანიის პოზიციას –  “საქართველოს ელექტრო - სისტემაში” ამბობენ რომ ფასები კერძო აუდიტმა დაადგინა და შეთანხმებულია მთავრობასთან. ისინი შეთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადახედავენ თუ ამას მათ სასამართლო დააკისრებს. თემას ქეთი ბოლქვაძე განაგრძობს.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში