საფლავთა კურთხევის დღე

17 აპრილი 2023, 11:05 650 ნახვა

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. მისი თითოეული დღე  როგორც სასულიერო პირები ამბობენ,  განსაკუთრებული მადლითაა  სავსე. ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებლები საფლავთა კურთხევას  აღნიშნავენ.

დილიდან ხალხმრავლობაა ფერიის სასაფლაოებთან.  ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. დღევანდელი დღე უქმე დღედ არის გამოცხადებული. რაც შეეხება  წირვა-ლოცვას  ტაძრებში.  ყველა რიტუალი მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება.   

აქვე გეტყვით, რომ  აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას მისალმების ნაცვლად ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ახარებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში