თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან - საგარეო უწყება

17 აპრილი 2023, 12:32 660 ნახვა

თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით.

"თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო  მუშაობს ყველა მიმართულებით“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში