ვითარება სუდანში

17 აპრილი 2023, 20:01 664 ნახვა

სუდანში, არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის დაპირისპირება გრძელდება. ექიმების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 1100-ს აღწევს. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ დედაქალაქ ხარტუმში საკვანძო ადგილებს აკონტროლებს. ექიმები აცხადებენ, რომ ხარტუმის საავადმყოფოებში, სადაც ბევრი დაშავებული იმყოფება, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და რომ ბრძოლების გამო დაშავებულებთან მიღწევა გართულებულია. დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა.თემის დეტალები ვნახოთ რეპორტაჟში

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში