ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან - „დიდი შვიდეული“

18 აპრილი 2023, 10:40 725 ნახვა

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ისინი, ვინც რუსეთს უკრაინასთან ომში ეხმარებიან, მძიმე საფასურს გადაიხდიან -  ნათქვამია იაპონიაში გამართულ შეხვედრის შემდეგ მიღებულ კომუნიკეში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მესამე ქვეყნებს მოუწოდებენ, რუსეთის მხარდაჭერა შეწყვიტონ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მოწოდებას მესამე მხარეების მიმართ, შეწყვიტონ რუსეთის დახმარება ომში, ან გადაიხადონ ამისთვის მძიმე საფასური. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს კოორდინაციას, რათა თავიდან ავიცილოთ და ვუპასუხოთ მესამე მხარის მიერ რუსეთისთვის იარაღის გადაცემას და გავაგრძელებთ ზომების მიღებას მათ წინააღმდეგ, ვინც მატერიალურად უჭერს მხარს რუსეთს“, "- აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება. ასევე აღნიშნეს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი დაპირება ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ მიუღებელია. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში