ხართუმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სროლის ხმაა

18 აპრილი 2023, 11:51 700 ნახვა

მეოთხე დღეა სუდანის დედაქალაქში შეიარაღებული შეტაკებები გრძელდება.  ხართუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით თვითმხილველთა მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის სროლის ხმა. სასტიკი ბრძოლა  ქვეყნის ორ შეიარაღებულ ჯგუფს შორის მიმდინარეობს,  რომელთა ლიდერები ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ.

ორი გენერლის  მხარდამჭერ შეიარაღებულ ძალებს შორის  დაპირისპირება გასულ შაბათს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

სუდანის დედაქალაქში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეტაკებებმა  სულ მცირე 185 ადამიანი იმსხვერპლა და ათას 800-ზე მეტი დაშავდა. დედაქალაქში გათიშულია ელექტროენერგია და სასმელი წყლის დეფიციტია.

დაპირისპირებულ ძალებს შორის უთანხმოების მიზეზი ქვეყნის არმიაში გასამხედროებული სწრაფი მხარდაჭერის ძალების ინტეგრირების მცდელობაა, რაც სუდანის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლის ერთ-ერთი პირობაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში