გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია

18 აპრილი 2023, 23:10 891 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

97 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა თავდაპირველად მოლდოველი რადუ ლეფტერი 11:0 დაამარცხა. ამის შემდეგ 4:3 თურქ იბრაჰიმ ჩიფტჩს მოიგო. ნახევარფინალში უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძეს 9:1 აჯობა. ფინალში კი აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი დაძაბულ შეხვედრაში 4-3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი 65 კგ წონით კატეგორიაში ედემ ბოლქვაძემ მოუტანა. დღეს ოქროს მედლისთვის 125 კგ. წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი თურქ ტაჰა აკგულს დაპირისპირება.

ავთანდილ კენჭაძე, შოთა ფერტენაძე და მირიან მაისურაძე ხალიჩაზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში