უკრაინა და პოლონეთი მარცვლეულის ტრანზიტზე შეთანხმდნენ

19 აპრილი 2023, 10:13 777 ნახვა

ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად პოლონეთი დათანხმდა გააუქმოს უკრაინული მარცვლეულისა და სასურსათო პროდუქტების ტრანზიტზე დაწესებული აკრძალვა. 

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა  უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ დააწესეს  აკრძალვები იმპორტზე, რათა მათი  ბაზრები  უფრო იაფი  პროდუქციის მიწოდებისგან დაეცვათ, ხოლო ვარშავამ მათი ტრანზიტი პოლონეთის გავლით  შაბათ-კვირას აკრძალა.

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა თქვა, რომ განახლდება უკრაინული მარცვლეულის  ტრანზიტი პოლონეთის გავლით, თუმცა გამკაცრდება გადაზიდვების მონიტორინგი.

შეთანხმება, სავარაუდოდ, პარასკევს შუაღამისას შევა ძალაში. უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ დარწმუნებულია, რომ უკრაინელი ექსპორტიორები პატივს სცემენ პოლონეთთან შეთანხმებული შეთანხმების პირობებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში