თეთრი სახლი ამერიკელ დიპლომატებს თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს

19 აპრილი 2023, 10:25 602 ნახვა

თეთრი სახლის განცხადებით, აშშ ჯერჯერობით არ გეგმავს სუდანიდან მისი მოქალაქეების ევაკუაციას. 

სპიკერის კარინ-ჟან პიერის თქმით,  ამ დროისთვის არ არსებობს  მთავრობის რაიმე  გეგმა სუდანიდან ამერიკელი  დიპლომატების გამოსაყვანად მიუხედავად ზავის დარღვევისა და დედაქალაქ ხართუმში განახლებული ძლიერი სროლებისა.  

ჩვენ ორივე მხარეს მკაფიოდ ვუთხარით, რომ სრულიად მიუღებელია ჩვენი დიპლომატებისთვის ნებისმიერი საფრთხის შექმნა, თავდასხმა ან მუქარა - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში