ბათუმის აეროპორტს ახალი რენტგენოინსპექტორები აქვს

19 აპრილი 2023, 19:48 755 ნახვა

ბარგის რენტგენო ინსპექტირების სამი სკანერი გადასცა დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ. სკანერები ქართულ მხარეს ამერიკის ექსპორტის კონტროლოსა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში გადაეცა და ისინი ბათუმის, ქუთაისისა და ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე განთავსდება.მიზანი საბაჟოების ინფრასტრუქტურის აღჭურვა და საინსპექციოს სისტემის გაძლიერებაა.ბათუმის აეროპორტში იმყოფებოდა დღეს შეერთებული შტატების ელჩიკელი დეგნანი, რომელიც ადგილზე გაეცნო სკანირების პროცესს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ სკანირების ახალი აპარატები შემოწმების პროცესს გაამარტივებს და მგზავრთა ბარგის სკანირენა სწრაფად,უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოხდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში