აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს - აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი

20 აპრილი 2023, 10:24 632 ნახვა

აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.

აშშ-ის დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155მმ და 105მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებსა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს.

ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში უკრაინა მიიღებს: საკონტროლო და სადიაგნოსტიკო აღჭურვილობას სატრანსპორტო საშუალებების მოვლისა და შეკეთებისთვის, აღჭურვილობას პორტებისა და ნავსადგურების დაცვისთვის, სათადარიგო ნაწილებს და სხვა საველე აღჭურვილობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში