მზის ჰიბრიდული დაბნელება მოხდა

20 აპრილი 2023, 11:10 912 ნახვა

იშვიათი ჰიბრიდული მზის დაბნელების მოწმენი გახდნენ   ავსტრალიის ქალაქ  ექსმუტში, რომელიც ქვეყნის დასავლეთში მდებარეობს. სრული დაბნელების მომენტი 58 წამი გაგრძელდა.  თავად პროცესი  კი  სამი საათი გრძელდებოდა.

ნასას თანახმად, ჰიბრიდული მზის დაბნელება ხდება მაშინ,  როცა დედამიწის ზედაპირზე  მთვარის ჩრდილის  მოძრაობის დროს მზე  წრიული დაბნელებიდან  სრულში ინაცვლებს.

შემდეგი ჰიბრიდული მზის დაბნელება 2031 წელს მოხდება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში