საპროტესტო მარში არგენტინაში

20 აპრილი 2023, 11:00 700 ნახვა

არგენტინის მუშათა ორგანიზაციების წევრები  ქალაქ აველანედადან ბუენოს-აირესში გაემართნენ, რათა ცხოვრების ცუდი პირობები და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დადებული  შეთანხმება გააპროტესტონ. კარვების ბანაკი  დადგეს პრეზიდენტის სასახლის წინ და ღამეს იქ გაათევენ. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდთან  მიღწეულმა შეთანხმებამ აიძულა მთავრობა შეემცირებინა სოციალური ხარჯები, რამაც გავლენა იქონია უფასო სასადილოებისთვის  სურსათის მიწოდებაზე. 

არგენტინის მთავრობამ მსოფლიო სავალუტო ფონდთან  44 მილიარდი დოლარის სასესხო ხელშეკრულება გააფორმა, ქვეყანაში თებერვლის წლიური ინფლაციის დონემ 102.5% შეადგინა. 2022 წლის შემდეგ ფასები გაორმაგებულია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში