შინმოვლის პროგრამა

12 თებერვალი 2017, 00:00 3588 ნახვა

ბათუმის მასშტაბით შინმოვლის პროგრამით 84 ბენეფიციარი სარგებლობს. პროგრამა სახლის პირობებში, სოციალურად დაუცველ, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებულ პირთა და შშმ პაციენტთათვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას გულისხმობს. მიმდინარე წლის იანვრიდან ბათუმის მერია 55 ათას ლარს მხოლოდ მედიკამენტების შეძენისთვის დახარჯავს, მედიკოსების მომსახურებას კი საქველმოქმედო ორგანიზაცია “საქართველოს კარიტასი” ხელმძღვანელობს. მოქალაქეებს რომლებსაც შინმოვლის პროგრამით სარგებლობის სურვილი ექნებათ, განცხადებით მერიას უნდა მიმართონ.  

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში