საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის - კვლევა

20 აპრილი 2023, 14:38 522 ნახვა

გაეროს ბავშვთა ფონდის და საქსტატის ეროვნული სამსახურის ერთობლივი კვლევით, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.

კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ბავშვის დახმარების პროგრამა და გაზარდა ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული პროგრამა 2022 წელს ფარავს საქართველოში მცხოვრები 16 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის 29 პროცენტს.

თუმცა, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების თითქმის ნახევარი არ იღებს დახმარებებს პროგრამიდან, სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ მათი ოჯახები არ აკმაყოფილებენ ბავშვის მიზნობრივი დახმარების პროგრამის კრიტერიუმებს.

"ამ კვლევის ამოცანაა სიღრმისეულად შევისწავლოთ ბავშვის კეთილდღეობის სხვადასხვა პარამეტრი, იქნება ეს მისი არსებობის და განვითარებისთვის მინიმალურად აუცილებელი საგნები, თუ მისი ხელმისაწვდომობა განათლებაზე, სოციალურ დაცვაზე, ჯანდაცვაზე. ასევე, შევისწავლეთ ბავშვის აღზრდის მეთოდები ოჯახებში და რაც მნიშვნელოვანია - ბავშვის კვება სკოლის საათებში," - აცხადებს გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში