ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდება

20 აპრილი 2023, 18:11 609 ნახვა

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს მხარდაჭერას უცხადებენ და ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებენ, ბავშვების მშობლებს შეხვდეს. ანა ნაცვლიშვილს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, თან ჰქონდა წერილი, რომელიც 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ფინანსთა სამინისტროს გაუგზავნა და მშობლებს დაჰპირდა, რომ ამ მედიკამენტისთვის საჭირო თანხების ჩასმა 2023 წლის ბიუჯეტში მოხდებოდა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ითხოვენ, დაუყოვენებლივ მოხდეს ამ ბავშვების წამლით დაკმაყოფილება

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში