აქცია მუზეუმის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისგან გამიჯვნის მოთხოვნით

20 აპრილი 2023, 18:16 966 ნახვა

ჭავჭავაძის 77 ნომერში მცხოვრები 22 ოჯახი მუზეუმის თანასაკუთრებაში არსებული ტერიტორიიდან გამიჯვნას ითხოვს.ამბობენ, რომ  პრობლემის გამო ინვესტორმა ტერიტორიის შესყიდვაზე უარი თქვა და 17 სართულიანი სახლის მშენებლობა გვედით არსებულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებელი კომპანია უსაფრთხოების ღობის  დამონტაჟებასაც გეგმავს, რის გამოც მათ  ტერიტორიაზე შესვლა ეზღუდებათ. ადგილზე საპატრულო პოლიციის, კომპანიისა და მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.კომპანია „ბიემჯი“-ს  იურისტის განმარტებით,ინვესტორი  საცხოვრებელ სახლს მერიის ნებართვის საფუძველზე აშენებს, გამიჯვნის საკითხი კი მოსახლეობამ მუზეუმთან  უნდა მოაგვაროს. ჭავჭავაძის 77 ნომერში მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიებს აჭარის  მუზეუმების გაერთიანებაშიც უპასუხეს. თეონა ზოიძის განმარტებით ქონების მართვის სააგენტომ 2017 წელს აღნიშნულ ოჯახებს მუზეუმის ტერიტორიისგან  გამიჯვნაზე უარი უთხრა, მუზეუმს კი სხვა კომპეტენცია არ გააჩნია. ბათუმის მერიაში კი აცხადებენ, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვთ და მის მოგვარებაზე მუშაობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში