უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის ყალბი დოკუმენტებით ტრანსპორტირების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე ორი პირი ამხილეს

21 აპრილი 2023, 11:25 720 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ხის მასალის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებით ტრანსპორტირებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, მეწარმე სუბიექტი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელი ამხილეს.ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ხის მასალის რეალიზაცია, წინასწარი შეცნობით შეიძინა უკანონოდ მოპოვებული ხის მასალა. რომლის ტრანსპორტირებაც განახორციელა სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, ხოლო, მეორე ბრალდებულმა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ბოროტად გამოიყენა რა სამსახურებრივი უფლებამოსილება, ხსენებული მეწარმისთვის უპირატესობისა და გამორჩენის მიღების მიზნით, არ განახორციელა ტვირთის შემოწმების შესაბამისი პროცედურები და არ აღკვეთა ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, უკანონოდ მოპოვებული ხის მასალის გადაზიდვის ფაქტი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186 – ე, 210-ე და 332 -ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში