აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების აქცია

21 აპრილი 2023, 19:50 1183 ნახვა

აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლები  პროტესტს არ წყვეტენ. პოზიცია არც ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეიცვალეს და ამბობენ, რომ დღეიდან მთავრობასთან უწყვეტი აქციები დაიწყება. ამასთან დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა გააჟღრეს, ითხოვენ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას.  აქციაზე იმყოფებიან სხვადსხვა პარტიის წარმომადგენლებიც. „ვოსორიტიდი“ ამ დროისთვის არ არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ესენციური მედიკამენტების სიაში. ის ასევე არ არის შეყვანილი, რომელიმე კლინიკურ „გაიდლაინში“. ამ ეტაპზე, ჯანმო-ს არ აქვს შემუშავებული რეკომენდაციები, აღნიშნულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რათა წევრმა ქვეყნებმა, ჩართონ ეს წამალი დაფინანსების სქემებში, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა. ლევან იოსელიანის განცხადებით კი, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია. აცხადებს იოსელიანი

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში