საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე

21 აპრილი 2023, 20:50 688 ნახვა

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დღეს ხალიჩაზე ხუთი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ლერი აბულაძემ (63 კგ), ლაშა გობაძემ (87 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ნახევარფინალში იასპარეზეს.

ტურნირის ფინალში გასვლა მხოლოდ ლერი აბულაძემ მოახერხა, რომელმაც ბულგარელი მუსლინ ამაევი დიდი უპირატესობით, 11:2 დაამარცხა. ქართველი ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ მამედოვს დაუპირისპირდება, ხოლო წურწუმია, გობაძე და ქაჯაია ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ.

კონტინენტის პირველობაზე დღეს გამომსვლელი მეხუთე ქართველი იური ლომაძე (77 კგ) ასპარეზობას უმედლოდ დაემშვიდობა.დღევანდელი ხუთი წონითი კატეგორიის ფინალური ბლოკი ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში