ტორონტოს აეროპორტიდან 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო მოიპარეს

22 აპრილი 2023, 10:59 734 ნახვა

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან  15 მილიონი დოლარის  ღირებულების ოქრო მოიპარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  მათი ცნობით,  ოქროთი სავსე კონტეინერი აეროპორტში საღამოს მიიტანეს, მოგვიანებით კი ტვირთის შესანახ ობიექტზე გადაიტანეს.

აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, ქურდებს არ ჰქონდათ წვდომა აეროპორტზე, მაგრამ ისინი საწყობის იმ მხარეს შევიდნენ, რომელიც საჯაროა და  იჯარით არის გაცემული მესამე მხარისთვის, აეროპორტის უსაფრთხოების ხაზის მიღმა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში