ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს

22 აპრილი 2023, 10:30 859 ნახვა

ომის 423-ე დღეს, რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ადმინისტრაციული ერთეული ჰრომადა დაბომბეს. 

უკრაინული მედიის ცნობით, განხორციელდა 114 დარტყმა ნაღმტყორცნების, არტილერიის და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით. ოკუპანტებმა  შეტევითი ოპერაციები  განახორციელეს ბახმუტზე, ავდიევკასა და  მარინკას მიმართულებებზე. 

უკრაინის გენ შტაბის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 186 ათასამდე სამხედრო დაკარგა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში