თამაზ ბაკურიძე აღსრულების პოლიციის წინააღმდეგ 

22 აპრილი 2023, 14:26 900 ნახვა

თამაზ ბაკურიძე აღსრულების პოლიციის თანამშრომლებს უკანონო დაკავებას ედავება. უფლებადამცველი, ასევე, ამტკიცებს, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკურად იძალადეს.

საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით დღეს ბრიფინგი გაიმართა, სადაც ის მტკიცებულებები და ვიდეომასალები წარმოადგინეს, რომელშიც  ბაკურიძის ადვოკატის მტკიცებით, ძალადობის ფაქტია ასახული. 

უფლებადამცველი ითხოვს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის  აღსრულების პოლიციის თანამშრომლები სათანადოდ დაისაჯონ. ბაკურიძის სასამართლო პროცესი ორშაბათს გაიმართება. იგი ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს 6 აპრილს დააკავეს. მას აღსრულების პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში