პროტესტი კანცელარიასთან

23 აპრილი 2023, 15:02 710 ნახვა

პროტესტის მე-5  დღე. აქონდროპლაზის დიაგნოზის მქონე ბავშვების  მშობლების აქცია კანცელარიასთან გრძელდება. 

მშობლები პრემიერთან შეხვედრას თხოვენ,რომ მიაწოდონ ინფორმაცია მედიკამენტთან დაკავშირებით, რომელიც მათი შვილებისთვის აუცილებელია.

დედების თქმით, საპროტესტო აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ მთავრი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ სახალხო დამცველის ჩართულობას.

აქციის მონაწილეებს დღეს სოლიდარობა დიაბეტის  მქონე ბავშვების მშობლებმა გამოუცხადეს.

მშობლები დღეს 6 საათზე მსვლელობას აანონსებენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში