უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 მიმართულებით 60-მდე შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

24 აპრილი 2023, 10:02 664 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 1 სარაკეტო და 46 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, უკრაინელებმა მტრის 60-მდე შეტევა მოიგერიეს.

გენერალური შტაბის ცნობით, ბახმუტისა და მარინკასათვის მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების წარმოებას. მძიმე ბრძოლები გრძელდება თავად ქალაქ ბახმუტისთვის. ასევე, დღის განმავლობაში მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა გრიგოროვკას, ბოგდანოვკასა და ივანოვსკოეს დასახლებების მიდამოებში. მტრის დაბომბვის შედეგად არაერთი დასახლება დაზარალდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, ავდიივკას მიმართულებით რუსულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციები განახორციელეს დონეცკის ოლქის ნოვოკალინოვოსა და პერვომაისკის ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და დიდი დანაკარგები განიცადა.

"მარინკას მიმართულებით, გასული დღის განმავლობაში, უკრაინელმა დამცველებმა მტრის მრავალი შეტევა მოიგერიეს მარინკას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში, ასევე დონეცკის ოლქის ნოვომიხაილოვკას რაიონში. ამავდროულად, მტერმა დონეცკის ოლქის კრასნოგოროვკას, გეორგიევკას, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილოვკასა და პრასკოვეევკას დასახლებები დაბომბა“, - აცხადებენ გენშტაბში.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ საავიაციო ბომბები გამოიყენა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, სადაც მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაში და დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. ხერსონში სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში