პარიზში ნავალნის ფონდის აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს

24 აპრილი 2023, 10:14 691 ნახვა

პარიზის ცენტრში 40-მდე მომიტინგე შეიკრიბა იმ სახლის  წინ, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის მეუღლის ერთ-ერთი სახლია.

უკრაინული მედიის თანახმად, მანიოვიჩი მეუღლეს ტიმურ ივანოვს დაშორდა და ახლა თავისუფლად მოგზაურობს ევროპაში.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის მიერ ორგანიზებული პროტესტის მონაწილეებმა  საფრანგეთის ხელისუფლებისგან მანიოვიჩის აქტივების გაყინვა მოითხოვეს. 

2022 წლის თებერვალში  უკრაინაში რუსეთის  სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების უკვე 10  პაკეტი მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში