ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის ომზე იმსჯელებენ

24 აპრილი 2023, 10:25 714 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში შეიკრიბებიან. მინისტერიალის დღის წესრიგის მთავარი საკითხი  უკრაინის ომი და რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მიმართვაა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპელ კოლეგებს  ვიდეოკავშირით  ჩაერთვება. 

კრემლი აცხადებს, რომ მისი "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" უკრაინაში, რომელიც გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო, აუცილებელი იყო რუსეთის  უსაფრთხოების დასაცავად მტრულად განწყობილი და აგრესიული დასავლეთისგან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში