სუდანიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება

24 აპრილი 2023, 10:56 765 ნახვა

სუდანიდან უცხო ქვეყნების მოქალაქეები გაჰყავთ. დღეს გამთენიისას იორდანიის მოქალაქეები უსაფრთხოდ ჩავიდნენ ამანში. სუდანის  არმიამ  შაბათს  განაცხადა, რომ იგი ეხმარება უცხო ქვეყნების მოქალაქეებს დედაქალაქ ხართუმიდან 650 კმ-ის მოშორებით მდებარე  პორტ სუდანიდან ევაკუაციაში ერთკვირიანი შეტაკების შემდეგ, რომელმაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სახელმწიფო დეპარტამენტდან   აკონტროლებდა ხარტუმში აშშ-ის  სალეჩოს პერსონალის ევაკუაციის ოპერაციას. სუდანიდან საელჩოების პერსონალის ევაკუაცია  შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს სპეცრაზმებმა  მოახდინეს. 

რვა დღის წინ  არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს  შორის  შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ქვეყანაში  ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია, დაღუპულია 420 ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი კი 3 ათასს აღემატება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში