იმედია ძალიან მალე ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ სუდანიდან, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით - ილია დარჩიაშვილი

24 აპრილი 2023, 16:05 611 ნახვა

ჩვენ ძალიან ხშირად ვესაუბრებით ჩვენს მოსახლეობას, ვაყენებთ საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რამხელა ძალისხმევას ვწევთ, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ და მშვიდობით გამოვიყვანოთ სუდანიდან, უვნებლად დავაბრუნოთ სამშობლოში, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ამ დღეების განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ამან მოგვცა კონკრეტული შედეგები, ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარემო ადგილზე არ არის სახარბიელო, ამიტომ ვცდილობთ წინასწარ თავი შევიკავოთ შეფასებებისგან, თუმცა ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და ძალიან მალე იმედი მაქვს, ჩვენს მოსახლეობას ვამცნობთ, რომ ჩვენი მოქალაქეები დაძაბულობის და ესკალაციის ზონიდან მშვიდობით გამოვიყვანეთ.

უკვე უახლოეს დღეებში ვფიქრობ, რომ ისინი უსაფრთხო გარემოში იქნებიან და მალე დაბრუნდებიან საქართველოში. ჩვენ ყველა შესაძლო შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოვიყვანოთ სხვადასხვა საშუალებებით, სხვადასხვა ფორმით. როგორც კი შესაძლებლობა იქნება და როგორც ვთქვი ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, ძალიან მალე მოსახლეობას ვეტყვით ამის შესახებ. გვაქვს იმედი, რომ ძალიან მალე ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ ამ რთული ზონიდან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში