ეროვნული ლიგის პირველი წრის სიმბოლურ გუნდში 5 ბათუმელია

24 აპრილი 2023, 20:03 627 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრე დასრულდა, შედეგად, ეროვნული ლიგის ვებგვერდმა ტრადიციულად განვლილი 9 ტური შეაჯამა. დინამო ბათუმმა 9 მატჩიდან 6 მოიგო და 3 ფრედ ითამაშა.

ტურის სიმბოლურში კი 4 ბათუმელთა შემადგენლობიდანაა, მამუკა კობახიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და ჯოვინო ფლამარიონი. წრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯოვინო ფლამარიონი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი ისევ ბათუმელთა შემადგენლობიდან გია გეგუჩაძეა.

სრულად გუნდი კი ასე გამოიყურება: კარებში ტორპედოს მეკარე როინ კვასხვაძე, დაცვაში ვლადიმერ მამუჩაშვილის და მამუკა კობახიძის გარდა არიან კიდევ ტორპედოს მცველი პედრო მონტეირო და დილადან ვანდერსონი.

ნახევარდაცვაში დინამო თბილისის ორი ფეხბურთელია გაბრიელ სიგუა და ულად ომარ იმრანი, მესამე კი როგორც უკვე აღვნიშნეთ სანდრო ალთუნაშვილია. თავდასხმა კი ასე გამოიყურება: უსმანე კამარა დინამო თბილისიდან, დინამო ბათუმიდან ჯოვინო ფლამარიონი და სამტრედიიდან ზვიად ნაჭყებია.

დინამო ბათუმი პირველ ადგილზეა და ქულით უსწრებს დინამო თბილისს, მომდევნო მატჩს კი ბათუმელები 26 აპრილს შუქურას დაუპირისპირდებიან, შეხვედრა 16 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში