თურქეთის თავდაცვის მინისტრი მოსკოვში მიემგზავრება

24 აპრილი 2023, 20:02 760 ნახვა

25 აპრილს  მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  შეხვედრას გამართავს თავის თურქ, სირიელ და ირანელ კოლეგებთან.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის  თქმით, სირიის ომში  მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ  ანკარა დამასკოსთან ურთიერთობების აღდგენას შეეცდება. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ   28 დეკემბერს მოსკოვში  თურქეთის, რუსეთისა და სირიის ოფიციალური  წარმომადგენლების  მონაწილეობით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე აზრთა  გაცვლა მოხდა და ირანის მონაწილეობით ამ შეხვედრების განახლებაზე შეთანხმდნენ.

ხვალინდელ შეხვედრას 3 ქვეყნის დაზვერვის ხელმძღვანელებიც დაესწრებიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში