უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

25 აპრილი 2023, 10:04 665 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 70-ჯერ გახსნეს.

უკრაინის გენშტაბის თანახმად, ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს სხვადასხვა სახეობის 10 უპილოტო საფრენი აპარატი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში