ზელენსკი ესტონეთს სამხედრო დახმარებისთვის მადლობას უხდის

25 აპრილი 2023, 10:26 695 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ესტონეთს სამხედრო  მხარდაჭერისთვის და სხვა პარტნიორებთან შესაბამისი კომუნიკაციის ხელშეწყობის მზაობისთვის.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან   შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინაში ადამიანების სიცოცხლე პირდაპირ დამოკიდებულია იარაღის  მიწოდების სიჩქარეზე და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

კაია კალასი  ზელენსკის  ქალაქ ჟიტომირში შეხვდა და ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც გმობს რუსეთის შეჭრას უკრაინაში. კალასმა მხარი დაუჭირა კიევის მოწოდებებს ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში