აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია ბათუმში

25 აპრილი 2023, 18:01 775 ნახვა

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებს სოლიდარობას უცხადებენ ბათუმელი სტუდენტები. ისინი დღეს ქალაქის ცენტრალურ პარკთან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას მოზარდების დახმარებისკენ მოუწოდეს.

მათ თან ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „ბავშვები ჩვენი მომავალია“ , „დაიდოს წამალი“ და სხვა.

სტუდენტების თქმით, საჭიროების შემთხვევაში მხარდამჭერი აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

აქონდოპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სოლიდარობა ექიმებმაც გამოუცხადეს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მთავრობისგან ქვეყანაში ჯერ წამლის რეგისტრაციას, შემდეგ კი დაფინანსებას მოითხოვენ.

მედიკოსები განმარტავენ, რომ წამალს აქვს მინიმალური გვერდითი ეფექტი და მისი მიღება აქონდოპლაზიის სინდრომის  მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში