უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 39 შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

26 აპრილი 2023, 10:01 772 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 39 შეტევა მოიგერიეს, - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს შეტევებზე აღმოსავლეთში - ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებით. ამ დროისთვის ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარინკისთვის.

ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას. გრძელდება მძიმე ბრძოლები ქალაქ ბახმუტისთვის. გარდა ამისა, დღის განმავლობაში, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა ბოგდანოვკას, ხრომოვოსა და კლეშჩიევკას დასახლებების მიმართულებით“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 3 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 49-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში