სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ორ დღეში დაბრუნდებიან

26 აპრილი 2023, 11:50 664 ნახვა

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს 33-ვე მოქალაქე სამშობლოში 2 დღეში ჩამოვა. ამჟამად ავიაკომპანია "მაივეისა" და "ჯეოსქაის" თანამშრომლები ეგვიპტის დედაქალაქში იმყოფებიან.

რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, მათი ხართუმიდან კაიროში უსაფრთხოდ გადაყვანა ავტობუსებით მოხერხდა.

ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ხვალ საღამოს ქართველები თურქეთის მიმართულებით გაფრინდებიან და შემდეგ უკვე საქართველოში ჩამოვლენ.

საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან უსაფრთხოდ გამოყვანა საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორების დახმარებით უზრუნველყო.

სუდანის შეიარაღებულ ძალებსა  და გასამხედროებულ სწრაფი მხარდაჭერის ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება  15 აპრილს  დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში