თალიბებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

26 აპრილი 2023, 14:25 783 ნახვა

ვაშინგტონის განცხადებით, თალიბებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს, რომელიც 2021 წელს ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორი იყო.

ამერიკელ მაღალჩინოსანთა თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი რამდენიმე კვირის წინ მოკლეს, თუმცა ამის დადასტურებას დრო დასჭირდა. 

ამერიკული მხარე მოკლულის სახელს არ ასაჯაროებს, უცნობია სხვა დეტალებიც. 2021 წლის აგვისტოში ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის პროცესში, ქაბულის აეროპორტში ევაკუაციის დროს, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

თავდასხმას 170 სამოქალაქო პირი და 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში