ნავალნი ახალ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს

26 აპრილი 2023, 14:03 748 ნახვა

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც მას 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ნავალნის საქმის ბოლომდე დეტალურად გაცნობის საშუალებას არ აძლევენ. წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკოსი აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, გამომძიებელმა ცალკე გამოყო საქმე, რომელიც ტერორიზმთანაა დაკავშირებული, თითქოს ოპოზიციონერი ციხეში ჯდომისას ტერაქტებს აწყობს. ამ საქმეზე ნავალნის  სამხედრო სასამართლო გაასამართლებს.

195 ტომიანი საქმის მასალების გაცნობას პოლიტიკოსს სამარტოო საკანში აიძულებენ, სადაც  გუშინ საღამოს ისევ გადაიყვანეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში