ბათუმის საქალაქო სასამართლომ თამაზ ბაკურიძე სამართალდამრღვევ პირად ცნო და შენიშვნა გამოუცხადა

26 აპრილი 2023, 16:31 1155 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ თამაზ ბაკურიძე სამართალდამრღვევ პირად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეში დაუმორჩილებლობის ნიშნები იყო, თუმცა გაითვალისწინა ბაკურიძის სასამართლოზე პირველად წარდგენა.

ადვოკატები დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

თამაზ ბაკურიძის მხარდამჭერებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მსვლელობით აჭარის უმაღლეს საბჭოსთან გადაინაცვლეს. მათი განცხადებით, მოსამართლემ ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა. 

ცოტა ხნის წინ, ისინი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისთან ​მივიდნენ და უწყებას მოუწოდეს ორშაბათამდე გააკეთოს განცხადება, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, თამაზ ბაკურიძის მიმართ ფიზიკური ძალადობის ეპიზოდზე. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაზ ბაკურიძის მხარდამჭერები აჭარის მთავრობის სახლთან პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. 

თამაზ ბაკურიძე ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლების დროს 6 აპრილს დააკავეს. მას აღსრულების პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ.

უფლებადამცველის განცხადებით კი, მასზე აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში